პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე არჩევნები შეაფასა და მას ისტორიული
უწოდა.
მისი თქმით, არჩევნებში მორიგი მარცხი ოპოზიციისთვის კიდევ ერთი
გაკვეთილი იქნება. მან ასევე ისაუბრა წალენჯიხაში ოპოზიციონერი
კანდიდატის გამარჯვებაზე და თქვა რომ ცენტრალური მთავრობა მზად არის
მასთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის.
"ეს იყო ისტორიული
არჩევნები. ოპოზიციისთვის ეს რთულად მისაღები მორიგი მარცხი იყო,
მაგრამ როცა რვაჯერ ხალხი გეუბნება უარს და მარცხდები არჩევნებში, ეს
ბევრ რამეს ნიშნავს და ეს იქნება, ალბათ, მორიგი გაკვეთილი მათთვის.
წარმატება მინდა ვუსურვო წალენჯიხის მერს, ერთადერთ ოპოზიციურ
კანდიდატს, რომელმაც დამსახურებულად გაიმარჯვა არჩევნებში და მე მინდა
მას განვუცხადო, რომ მთელი ცენტრალური მთავრობა ვიქნებით მზად, რომ
ვითანამშრომლოთ მასთან კონსტრუქციულ რეჟიმში და მე როგორც
პრემიერ-მინისტრი, გავაკეთებ იმდენივეს წალენჯიხის მოსახლეობისთვის,
რამდენსაც სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის", -
განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
წალენჯიხის ახალი მერი გია
ხარჩილავა ერთადერთი ოპოზიციონერი კანდიდატია, რომელმაც ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა.
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის
სხდომაზე ასევე ისაუბრა ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე და თქვა, რომ თუ
მათ სურთ რეალური დებატები, ამის ადგილი პარლამენტშია.
მასალის გამოყენების პირობები