ქუთაისის Მესხიშვილის თეატრი, რომელიც დაარსებიდან
150 წელზე მეტს ითვლის, თეატრის ამჟამინდელ შენობაში 66 წლის წინ
დაფუძნდა.
მესხიშვილელები Შენობაში შესვლის
თარიღს ყოველი წლის 5 ნოემბერს აღნიშნავენ.
1940 წელს ქუთაისის თეატრს ლადო
მესხიშვილის სახელი მიენიჭა. 1955 წელს კი ოფიციალურად გაიხსნა
ქუთაისის დრამატული თეატრის ახალი შენობა, უნიკალური არქიტექტურული
ნაგებობა, რომელსაც 2009 წელს ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
მისი მშენებლობა დაიწყო 1934
წელს, არქიტექტორ შ. თავაძის პროექტით. მშენებლობა გარკვეული დროით
შეაფერხა მეორე მსოფლიო ომმა, მაგრამ 1944 წელს
განახლდა.
არქიტექტორმა მ. შავიშვილმა
გადაამუშავა პროექტი, რომლის მიხედვითაც თეატრი 1100 მაყურებლისთვის
იქნა გათვალისწინებული. 1955 წელს დამთავრდა
თეატრის მშენებლობა და 5 ნოემბერს
საზეიმოდ გაიხსნა.
თეატრის მშენებლობაში ადგილობრივ
მშენებლებთან ერთად გერმანელი, პოლონელი, ლატვიელი
ტყვეები იღებდნენ მონაწილეობას.
მასალის გამოყენების პირობები