სამტრედიაში, პოლიციის შენობის წინ, ქუთაისელი
დაკავებული აქტივისტების - მიხეილ მუმლაძისა და იმედა ონიანის
გათავისუფლებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სამოქალაქო აქტივისტები უსაფუძვლოდ
დააკავეს და ისინი უდანაშაულო არიან.
საპროტესტო შინაარსის ბანერის
დამზადების გამო დაკავებულების სასამართლო პროცესი ამ დრომდე არ
ჩანიშნულა.
მიხეილ მუმლაძე და იმედა ონიანი პოლიციამ ქუთაისში 4 ნოემბერს, გვიან
ღამით, ოპოზიციის საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ დააკავა.
სამოქალაქო აქტივისტები ბანერზე საპროტესტო შინაარსის წარწერის
გაკეთების მომენტში აიყვანეს. ისინი ბანერის ქალაქის ცენტრში,
მუზეუმის ყოფილ შენობაზე გადმოფენას გეგმავდნენ, რისი შესაძლებლობაც
სამართალდამცველებმა არ მისცეს.
რამდენიმე საათის განმავლობაში
დაკავებულების ახლობლებს მათი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია არ
ჰქონდათ. საბოლოოდ გაირკვა, რომ ისინი სამტრედიის პოლიციაში
გადაიყვანეს.
მიხეილ მუმლაძე და იმედა ონიანი
პოლიციამ 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავა, რაც პოლიციისთვის
წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები