ქუთაისის N8, N9, N19 და N 35 საბავშვო ბაღებში
კორონავირუსი დაფიქსირდა.
ოთხივე სააღმზრდელო დაწესებულებაში
სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.
ბაგა-ბაღების გაერთიანების
ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის თქმით, ბაღებში სწავლა ორი კვირის
შემდეგ განახლდება.
ქალაქში ამ ეტაპზე მხოლოდ 33 ბაღი
ფუნქციონირებს.
ბაღებმა მუშაობა 5 ოქტომბერს
განაახლეს.
კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე,
მშობლებს ბავშვები მხოლოდ შენობამდე მიჰყავთ. აღმზრდელებს ყოველდღიურად უტარდებათ თერმოსკრინინგი. იმ
შემთხვევაში, თუკი რომელიმეს დაუფიქსირდება ტემპერატურა, იზოლაციაში
გადაჰყავთ.
საბავშვო ბაღებში პირბადის ტარება,
როგორც აღმზრდელებისთვის, ასევე მზარეულებისთვის,
სავალდებულოა.
ქუთაისის 37 საბავშვო ბაღში 7 643
აღსაზრდელია რეგისტრირებული
მასალის გამოყენების პირობები