წყალტუბოს სოფელ ოფშკვითში
მკვლელობა მოხდა.
ახალგაზრდა მამაკაცმა თანაკლასელი მოკლა. მოკლული და ბრალდებული ახლო
მეგობრები და ნათლია-მირონები იყვნენ.
მეზობლების ინფორმაციით, კლასელებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა,
რა დროსაც ერთმა მეორეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. გარდაცვლილი
33 წლის იყო.
"გაოგნებულები ვართ, რა
მოხდა არ ვიცით. სიგარეტის საყიდლად გამოსულა და ამას უსვრია. რაღაც
შელაპარაკება მოუვიდათო ამბობენ. სავარაუდოდ, მკვლელი ნასვამი
იყო", - ამბობს მოკლულის მეზობელი.
შემთხვევა ორი დღის წინ
მოხდა.
მკვლელობაში ბრალდებული ადგილიდან მიიმალა და ის ჯერ დაკავებული არ
არის. მომხდარზე საუბარი არ სურთ ბრალდებულის ოჯახში.
ბრალდებულის სახლთან მობილიზებულია პოლიცია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის
სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ
მკვლელობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები