ახალი ამბები
ქუთაისელ რეგისტრატორს ვერც "სამართლიანი არჩევნები " უკავშირდება
FaceBook
ქუთაისის 90-ე უბნის კომისიის წვერს იზა ჩირგაძეს, რომელმაც არჩევნების დღეს მასზე ზეწოლაზე ისაუბრა და გაყალბების სქემა გაასაჯაროვა, ვერც ,,სამართლიანი არჩევნები'' უკავშირდება.

ორგანიზაციის თქმით, იზა ჩირგაძეს ტელეფონი გათიშული აქვს. არასამთავრობო ორგანიზაცია შესაბამის უწყებებს მომხდარ ფაქტზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.

"სამართლიანი არჩევნები" მიიჩნევს, რომ ჩირგაძისა და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე და ზეწოლისგან თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ სამართალდამცავ ორგანოებს. ამასთან, ორგანიზაცია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს დროულად გამოიძიონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიერ გაჟღერებული დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტები და მიიღონ სათანადო და დროული ზომები იზა ჩირგაძეზე სავარაუდო ზეწოლის აღსაკვეთად. "სამართლიანი არჩევნები" კვლავაც მზადყოფნას გამოთქვამს ნებისმიერ დროს დაიცვას იზა ჩირგაძის უფლებები", -
აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იზა ჩირგაძეს ვერ უკავშირდება ვერც ქუთაისის გაერთიანებული ოპოზიციის მერობის ყოფილი კანდიდატი ხატია დეკანოიძე.

,,გუშინ წავიდა სახლში, ბავშვები წაიყვანა და მას შემდეგ ვერსად ვიპოვე, სახლშიც არ არის"- ამბობს ხატია დეკანოიძე.

პირველ ნოემბერს, ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბნის რეგისტრატორმა, იზა ჩირგაძემ, რომელიც მმართველი პარტიის წარმომადგენელია, განაცხადა, რომ მას არჩევნების გაყალბებას აიძულებდნენ. მან ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" შტაბში ისაუბრა.


30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, ქუთაისის მერი მმართველი პარტიის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი გახდა, მას მხარი ამომრჩეველთა 51,64%-მა დაუჭირა, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ კი ხმების 48.35% მიიღოა

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.