ქუთაისში ოპოზიციის ვიცე - მერობის დაკავებული
კანდიდატის სასამართლო პროცესს ეუთო ოდირი დააკვირდება.
ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის
მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ავრცელებს.
მისი თქმით, პროცესი სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის მიერ იქნება მართული, ამიტომ აუცილებელია
მაქსიმალური გამჭვირვალობა.
"დღეს არის დანიშნული სასამართლო და
რა თქმა უნდა, ეს სასამართლო იქნება ისეთი, რა დავალებასაც მიიღებს ის
სუს-ისგან და პოლიციისგან. ეს იყო უკანონო დაკავების ფაქტი, არაფერი
გარდა უხმო პროტესტისა, იმედას არ ჩაუდენია. შესაბამისად,
კატეგორიულად მოვითხოვ, ყოველგვარი პროცედურული წესების დაცვით, ის
გათავისუფლდეს"-, ამბობს ხატია დეკანოიძე.
გუშინ, პირველ
ნოემბერს, ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბნის
რეგისტრატორმა, იზა ჩირგაძემ, რომელიც
მმართველი პარტიის წარმომადგენელია, განაცხადა, რომ მას
არჩევნების
გაყალბებას აიძულებდნენ. მან ამის შესახებ "ნაციონალური
მოძრაობის" შტაბში ისაუბრა. ამის შემდეგ, ქუთაისში, ოპოზიციის
ვიცე-მერობის კანდიდატმა იმედა კლდიაშვილმა სუსის შესასვლელი
პროტესტის ნიშნად საკუთარი ავტომანქანით ჩაკეტა. იმედა კლდიაშვილი
პოლიციამ ადგილზე, ძალის გამოყენებით დააკავა. მან საკუთარი დაკავების
კადრები თავად გადაიღო.
30 ოქტომბერს ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. წინასწარი
მონაცემებით, ქუთაისის მერი მმართველი პარტიის კანდიდატი იოსებ
ხახალეიშვილი გახდა, მას მხარი ამომრჩეველთა 51,64%-მა დაუჭირა,
"ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ კი ხმების
48.35% მიიღოა
მასალის გამოყენების პირობები