ქუთაისის მერიასთან მოძრაობა "ჩვენ
გავათენებთ" წევრების აქციაზე სამართალდამცველებმა ოთხი პირი
დააკავეს.
მანამდე მათ ბანერი წარწერით "თავისუფლება მიშას" წაართვეს.
აქტივისტები საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის
გათავისუფლებას ითხოვენ. მათ ადმინისტრაციულ შენობასთან პარლამენტის
ქუთაისის ყოფილი შენობიდან გადმოინაცვლეს, სადაც ღამე გაათენეს.
ქუთაისიდან კი რუსთავში წასვლას და რუსთავის მე-12-ე სასჯელაღსრულების
დაწესებულებასთან შეკრებას აპირებენ, იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილი
იმყოფება.
"ჩვენ მოვდივართ სარფიდან
და მივემართებით რუსთავის ციხისკენ. პუტინის პირადი პატიმარი,
საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკანონოდ ჰყავთ გამოკეტილი, რომელიც
უნდა გათავისუფლდეს. რუსთავის ციხესთან გავჩერდებით კარვებში
იმდენხანს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებენ", -
ამბობს ნათათო გიორგაძე.
მისი თქმით, მათ პარლამენტის ყოფილ
შენობასთან ღამე სიმბოლურად გაათენეს, რადგან საპარლამენტო ქალაქად
ქუთაისი სწორედ მიხეილ სააკაშვილმა აქცია.
მასალის გამოყენების პირობები