მმართველმა პარტიამ უმრავლესობის მოპოვება ექვსი
მუნიციპალიტეტის საკრებულოში ვერ შეძლო.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით,
„ქართულ ოცნებას" სრული ერთპარტიული უმრავლესობა არ
ექნება.
ოპოზიციური უმრავლესობაა შემდეგ
მუნიციპალიტეტებში: ბათუმი, ზუგდიდი, მარტვილი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა
და რუსთავი.
თუმცა, როგორც “ქართული ოცნების”
ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საკრებულოებში, სადაც "ქართულ
ოცნებას" უმრავლესობა არა აქვს, უმრავლესობა საკრებულოს წევრებთან
მოლაპარაკებების საფუძველზე ჩამოყალიბდება.
30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური
ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები