ქუთაისში,
ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე გადაღებულ
ვიდეოში, სადაც „ოცნების“ კოორდინატორებიდან
ნაწილი მაგიდის ქვეშ და ნაწილი ოთახში გამოკეტილი იპოვეს,
ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა.
#54 საარჩევნო უბანზე,
სადაც აღნიშნული შემთხვევა დაფიქსირდა
„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ
მმართველი პარტიის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილს 5 ხმით მოუგო. ხსნებულ
საარჩევნო უბანზე ხატია დეკანოიძემ 313, ხოლო იოსებ ხახალეიშვილმა 308
ხმა აიღეს.
კოორდინატორებმა მათი თავმოყრის მიზეზად „პანაშვიდისთვის
მზადება“ დაასახელეს. თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ,
რომ მათ ფულს ურიგებდნენ.
ამავე უბანზე პირველ ტურშიც ხატია დეკანოიძემ გაიმარჯვა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში იოსებ ხახალეიშვილს
ამომრჩევლების 51,64%, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ხატია
დეკანოიძემ 48.35% მიიღო.
30 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე
ტური ჩატარდა.
თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს
გაიმართა.
ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი უნდა
აერჩიათ, თუმცა, არასკმარისი ხმების გამო 20 ქალაქში არჩევნების მეორე
ტურის ჩატარება გახდა საჭირო.
მასალის გამოყენების პირობები