ახალი ამბები
"ღირსეული გამარჯვება მოვიპოვეთ" - იოსებ ხახალეიშვილი
FaceBook
„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი თანაქალაქელებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
როგორც იოსებ ხახალეიშვილმა მედიასთან განაცხადა, საქმით დაამტკიცებს, რომ ქუთაისელებმა სწორი არჩევანი გააკეთეს.

„მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდზე დაუდგა ქუთაისს, სოსო ხახალეიშვილს, "ქართულ ოცნებას". ჩვენ ღირსეული გამარჯვება მოვიპოვეთ. ეს გამარჯვება გამოცხადებულია ცესკოს გვერდზე, ოფიციალური მონაცემებით. ძალიან ბევრი დაწყებული საქმე გაგრძელდება, იქნება ახალი საქმეები და ვფიქრობ, რომ ქუთაისში ყველა, ვისაც ეს ქალაქი უყვარს, მზად იქნება იმისათვის, რომ ვიმუშაოთ და ჩვენ ქალაქს მივცეთ წარმატებული ხვალინდელი დღე და მომავალი“, - განაცხადა ხახალეიშვილმა.

წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას მერობის კანდიდატმა განაცხადა, რომ მის მიმართ შეურაცხმყოფელი კამპანია წარმოებდა.

„წინასაარჩევნო გარემო იყო ძალიან ცუდი, გამომდინარე ჩემი ოპონენტების მიერ წარმოებული იმ კამპანიის, რომელიც შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის, ჩემი ოჯახისა და ზოგადად ქალაქისთვის, მაგრამ ბოლომდე მივიყვანე ჩემი საარჩევნო კამპანია ისე, როგორც ამ ქალაქს და ჩემს ოჯახს შეფერება.

ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩემს მიმართ ჰქონდა კითხვა, რაიმე პრეტენზია, ჩემი საქმიანობით ვაჩვენებ, რომ ამ ქალაქში ეს არჩევანი იყო ყველაზე სწორი.

რა თქმა უნდა, გამარჯვებას ველოდი, პირველ ტურში ჩვენ მივაღწიეთ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას, რადგან დღეს ქუთაისის საკრებულოში "ქართული ოცნებაა" უმრავლესობაში. ქვეყნის მასშტაბით 47% მიიღო "ქართულმა ოცნებამ" და ჰაერიდან მოტანილი რეფერენდუმზე კითხვის ნიშანიც მოხსნილია. ასევე მივიღეთ გამარჯვება 20-დან 19 ქალაქში მეორე ტურში“, - განაცხადა ხახალეიშვილმა.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას მერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ქუთაისში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდება.

„რაც შეეხება სამუშაო გეგმებს, ეს იქნება ჩემი და ჩემი გუნდის უახლოესი დღეების მთავარი სამუშაო, რაც მთავარია, უნდა მივიღოთ ბიუჯეტი, რომელიც განსაკუთრებული იქნება, მინდა, წინასწარ დავაანონსო და გითხრათ, რომ ბიუჯეტის მატებას ვგულისხმობ და იმ მნიშვნელოვან ახალ პროექტებს, რომელიც უნდა განხორციელდეს ევროკავშირის საგრანტო კონკურსის ფარგლებში. ვფიქრობ, რომ ქუათაისს 2022 წელს ექნება ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი და ჩვენ თანაქალაქელებთან ერთად ვიზრუნებთ ჩვენი ქალაქის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის”,- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში იოსებ ხახალეიშვილს ამომრჩევლების 51,64%, ხოლო  "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ 48.35% მიიღო. 

30 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური ჩატარდა.

თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდა.

ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი უნდა აერჩიათ, თუმცა, არასკმარისი ხმების გამო 20 ქალაქში არჩევნების მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.