ქუთაისის გარდა, იმერეთის რეგიონში ორ მუნიციპალილეტეტში, წყალტუბოსა
და ბაღდათში, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნების"
კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბაღდათის 31
საარჩევნო უბანში "ოცნების" კანდიდატმა ხმების 60, 693% (6550
ამომრჩველი) მიიღო , ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ
რობაქიძემ 39, 307% (4242 ამომრჩეველი),
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, წყალტუბოში ხმები ასე გადანაწილდა:
"ქართული ოცნება" გენადი ბალანჩივაძე 51,167% (1337 ამომრჩეველი);
"ნაციონალური მოძრაობა" ზაზა მეტრეველი 42.833% (993
ამომრჩეველი);
30 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე
ტური ჩატარდა.
არჩევნების მეორე ტური 20 ქალაქში გაიმართა.
ცესკო-ს წინსწარი მონაცემებით, 14 თვითმმართველ თემში „ქართული
ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ხოლო ერთ თემში - წალენჯიხაში,
„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მოიგო.
რაც შეეხება, თვითმმართველ ქალაქებს, - ბათუმი, რუსთავი, ქუთაისი და
ფოთი მმართველი პარტიის კანდიდატები იგებენ.
მასალის გამოყენების პირობები