ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქუთაისში ყველა უბნის
შედეგები გამოაქვეყნა.
124 უბნის ოქმების მიხედვით, ქუთაისში მმართველი პარტიის კანდიდატმა
იოსებ ხახალეიშვილმა ხმების 51.64% მიიღო, ხოლო "ნაციონალური
მოძრაობის" კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ 48.35%.
ქუთაისში საარჩევნო პროცესი დაძაბულ ვითარებაში, დარღვევების ფონზე
ჩატარდა. მერობისთვის "ქართული ოცნების" კანდიდატი იოსებ
ხახალეიშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ხატია დეკანოიძე
იბრძოდნენ.
ქუთაისში სულ 124 უბანია, სადაც 153 726 ამომრჩეველია
რეგისტრირებული.
30 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე
ტური ჩატარდა.
თვითმმართველობის არჩევნები
2 ოქტომბერს ჩატარდა.
ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი უნდა
აერჩიათ, თუმცა, არასკმარისი ხმების გამო 20 ქალაქში არჩევნების მეორე
ტურის ჩატარება გახდა საჭირო.
მასალის გამოყენების პირობები