ბაღდათის მუნიციპალიტეტში 31 საარჩევნო უბნიდან 10 უკვე დათვლილია.
წინასწარი მონაცემების მიხედვით, ბაღდათში "ქართული ოცნების"
მერობის კანდიდატი კახა ენუქიძე ლიდერობს.
დათვლილი 10 საარჩევნო უბნის მიხედვით, კახა ენუქიძეს -
59,482%, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს გიორგი რობაქიძეს
40,518% აქვს.
52-ე ბაღდათის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნების
მეორე ტურზე არჩევანი 10976 - მა ადამიანმა დააფიქსირა, რაც
ამომრჩეველთა
საერთო რაოდენობის 51.11%-ია.
ბაღდათში სულ 21 493 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ბაღდათში მერობისთვის "ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი" გიორგი
რობაქიძე და "ქართული ოცნების" კანდიდატი კახა ენუქიძე იბრძვიან.
პირველ ტურში გიორგი რობაქიძემ ამომრჩეველთა ხმების 35.883% მიიღო,
Ხოლო "ქართული ონების" მერობის კანდიდატმა კახა ენუქიძემ -
49.533%.
2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.
ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი უნდა
აერჩიათ, თუმცა, არასკმარისი ხმების გამო 20 ქალაქში არჩევების მეორე
ტური ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები