„გორბის" მიერ თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში ჩატარებული
ეგზიტპოლის შედეგებით, ოთხივე ქალაქში "ქართული ოცნების" მერობის
კანდიდატი იმარჯვებს
ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით "გორბის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის
მიხედვით, 18:00 საათის მონაცემებით, თბილისში "ქართული ოცნების"
მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ 57,2% -იანი მხარდაჭერა მიიღო.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატ ნიკა მელიამ,
42.8%-მა .
"გორბის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, დანარჩენ 3 დიდ
თვითმმართველ ქალაქში მონაცემები ასე გადანაწილდა:
ბათუმი - "ქართული ოცნება", არჩილ ჩიქოვანი - 50,8%, "ნაციონალური
მოძრაობა", გიორგი კირთაძე 49,2%;
ქუთაისი - "ქართული ოცნება", იოსებ ხახალეიშვილი - 51,9%,
"ნაციონალური მოძრაობა", ხატია დეკანოიძე 48,1%;
რუსთავი - "ქართული ოცნება", ნინო ლაცაბიძე - 53,8%, "ნაციონალური
მოძრაობა", დავით კირკიტაძე 46,2%.
მასალის გამოყენების პირობები