დღეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის
კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო
კომისიებში 97 საჩივარი შევიდა.
ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა
განაცხადა.
საჩივრები 40 დამკვირვებლების მიერაა წარდგენილი, ხოლო 57
საარჩევნო სუბიექტების მიერ.
მათი უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება.
"საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს,
საარჩევნო სუბიექტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების
წარმომადგენლებს, დაიცვან კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო
კომისიებთან დაკავშირებით განცხადება/საჩივრების წარდგენის
წესი“, - აღნიშნა ნათია იოსელიანმა.
დღეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური
მიმდინარეობს.
თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდა, თუმცა, 20 ქალაქში
ხმების არასაკამარისი რაოდენობის გამო მეორე ტურის ჩატარების
აუცილებლობა დადგა.
მასალის გამოყენების პირობები