საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საარჩევნო გარემოსა და
დარღვევების შესახებ, რომლებიც კენჭისყრის მიმდინარეობის დროს
საარჩევნო უბნებსა და გარე პერიმეტრებზე გამოვლინდა ინფორმაციას
ავრცელებს.
16:00 საათის მდგომარეობით, დარღვევების შესაბამისად, საიას
დამკვირვებლებმა დღის მანძილზე 17 საჩივარი და 9 შენიშვნა
დაწერეს.
საიას ცნობით გრძელდება პირველი ტურის ტენდენცია, რომელიც გარკვეულ
უბნებზე საიას დამკვირვებლებისთვის დაბრკოლებების შექმნაში
გამოიხატება როგორც კომისიის წევრების, ისე სხვა სადამკვირვებლო
ორგანიზაციების მხრიდან:
-რუსთავის მე-20 უბანზე რეგისტრატორი იწერდა გამოცხადებული
ამომრჩევლის რიგით ნომრებს, რაზეც, არაერთი ზეპირი გაფრთხილების
მიუხედავად, კომისიის თავმჯდომარეს რეაგირება არ ჰქონია. მას შემდეგ,
რაც დამკვირვებელმა ჩანაწერთა წიგნში დარღვევა დააფიქსირა, კომისიის
წევრებმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს;
- სენაკის 41-ე უბანზე დამკვირვებელს, არაერთი თხოვნის მიუხედავად,
კომისიის თავმჯდომარე დამდივანი ხელს უშლიდნენ მოვალეობის შესრულებაში
და არ აძლევდნენ უფლებას, რომ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნს
გასცნობოდა;
·- სენაკის მე-13, მე-14 და 72-ე უბნებზე საიას დამკვირვებლებს არ
აძლევენ თავისუფლად გადაადგილებისა და დაკვირვების საშუალებას.
გარდა ამისა, დარღვევები გამოვლინდა სხვადასხვა მიმართულებით:
- რუსთავის 50-ე უბანზე რეგისტრატორი ინიშნავდა გამოცხადებული
ამომრჩევლის რიგით ნომერს სამაგიდო სიაში;
- მარტვილის 35-ე უბანზე კომისიის თავმჯდომარე კაბინაში შეჰყვა
მოქალაქეს და, მისი თქმით, დახმარების მიზნით დაესწრო ხმის მიცემის
პროცესს;
- ნაძალადევის 74-ე უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის დაბრუნების
შემდეგ აღმოჩნდა, რომ გამოუყენებელი ბიულეტენები აკლდა, კერძოდ, 40
ბიულეტენიდან 35 იყო გამოყენებული, დარჩენილი 5-დან 3 დაიკარგა.
საია ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ მუშაობაში ხელის შეშლის
ფაქტებზეც მიუთითებენ და აღნიშნავენ,რომ, წინა არჩევნების მსგავსად,
გრძელდება ჟურნალისტებზე ზეწოლა და საქმიანობაში ხელშეშლა. რამდენიმე
შემთხვევაში მოვლენების გაშუქებისას ჟურნალისტებს მიაყენეს სიტყვიერი
და ფიზიკური შეურაცხყოფა, არ მისცეს შესაძლებლობა, თავისუფლად
შეესრულებინათ თავიანთი პროფესიული მოვალეობა.
16:00 საათის მდგომარეობით, დარღვევების შესაბამისად, საიას
დამკვირვებლებმა დღის მანძილზე 17 საჩივარი და 9 შენიშვნა დაწერეს.
მასალის გამოყენების პირობები