ცესკოს ინფორმაციით, 17:00 საათის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით
საკუთარი არჩევანი 825 129 ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც საერთო
რაოდენობის 39,5%-ია.
ყველაზე მაღალი აქტივობა ფიქსირდება რაჭა-ლეჩხუმში - 52,8%, ხოლო
ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მცხეთა მთიანეთში - 33,9%.
რაც შეეხება დედაქალაქს, 17:00 საათისათვის ხმა 387 771-მა
ამომრჩეველმა მისცა, რაც 38,7%-ია.
ოლქების მიხედვით, ყველაზე მაღალი აქტივობა დიდუბეში - 43,5%-ია, ხოლო
ყველაზე დაბალი ისანში - 34,3%.
დღეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური
მიმდინარეობს.
თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდა, თუმცა, 20
ქალაქში ხმების არასაკამარისი რაოდენობის გამო მეორე ტურის ჩატარების
აუცილებლობა დადგა.
მასალის გამოყენების პირობები