30 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების
მეორე ტური მიმდინარეობს.
სახელმწიფოს და კონკრეტულად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2021 წლის
ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის ჩატარება მთლიანად 11,653 მლნ
ლარი უჯდება.
ცესკოს ინფორმაციით, შრომით ანაზღაურებაზე ჯამში, 7,135 მლნ ლარი
დაიხარჯება. საქონელსა და მომსახურებაზე - 3,017 მლნ ლარია გაწერილი.
არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადებაზე კი - 271 ათასი
ლარია გათვალისწინებული.
2021 წლის ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდა.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური კი დღეს, 5 თვითმმართველ
ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში იმართება -
ამომრჩევლებს 1 830 საარჩევნო უბანი მოემსახურება.
წყარო:bpn.ge
მასალის გამოყენების პირობები