ბაღდათის სალქო საარჩევნო კომისიის 12:00 საათის მონაცემების
მიხედვით, თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურთან შედარებით დღეს
ამომრჩელთა აქტივობა დაბალია.
პირველ ტურში 12 საათზე თავიანთი არჩევანი საერთო ამომრჩევლის
22% პროცენტს ჰქონდა დაფიქსირებული, ხოლო მეორე ტურში მხოლოდ 20,17%
(4 332) ამომრჩეველი მივიდა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში ისევე, როგორც სხვა მუნიციპალიტეტებშიც
პირველ ტურში 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ
გადალახა.
მეორე ტურში ბაღდათის მერობისთვის "ქართული ოცნების" კანდიდატი
კახა ენუქიძე და "ნაციონალური მოძრაობის" კანიდატი გიორგი რობაქიძე
იბრძოლებენ.
პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:
გიორგი რობაქიძე 35.883% მიიღო
Კახა ენუქიძემ - 49.533%.
ბაღდათში სულ 21 493 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ოლქსი გახსნილია 30
საარჩევნო უბანი და 1 კოვიდ უბანი.
საქართველოში 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
ჩატარდა.
ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი უნდა
აერჩიათ, თუმცა, არასკმარისი ხმების გამო 20 ქალაქში მეორე ტური
მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები