საიამ, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების
სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, 11 საათისთვის 6 საჩივარი მოამზადა
და 4 შენიშვნა დააფიქსირა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოიაციის წარმომადგენელთა ცნობით,
მთაწმინდის მე-4 საარჩევნო უბანზე, ბიძინა ივანიშვილის მიერ ხმის
მიცემის დროს, იმყოფებოდნენ არაუფლებამოსილი პირები, კერძოდ, მისი
დაცვის წევრები. ასეთი ფაქტი კენჭისყრის დღეს მუდმივად მეორდება
ივანიშვილის მხრიდან ხმის მიცემისას, დღემდე არ აღმოფხვრილა და კვლავ
გრძელდება;
- საბურთალოს 33-ე უბანზე სხვადასხვა ფუნქციის გამოსავლენი წილისყრა
ჩატარდა ერთად. Ეს შემთხვევა საიამ საოლქო საარჩევნო კომისიაშიც
გაასაჩივრა;
- მარტვილის მე-13 უბანზე არასათანადოდ ჩატარდა გადასატანი ყუთის
წამღები კომისიის წევრის გამოსავლენი წილისყრის პროცედურები. მას
შემდეგ, რაც პირველად გამოვლენილ კომისიის წევრს არ მისცეს საშუალება,
ყუთს გაჰყოლოდა, თავიდან ჩაატარეს წილისყრა და მათთვის სასურველ
კომისიის წევრს შესაბამის ფურცელზე მიანიშნეს;
- ზუგდიდის მე-16 უბანზე, მას შემდეგ, რაც წილისყრით გამოვლენილმა
კომისიის წევრმა უარი განაცხადა რეგისტრატორის ფუნქციის შესრულებაზე,
თავმჯდომარემ ის პარტიის მიერ დანიშნული წევრით ჩაანაცვლა. ამ
შემთხვევის ორივე ეპიზოდი გასაჩივრდა საუბნო და საოლქო
საარჩევნოკომისიებში;
- ბათუმის მე-9 უბანზე ბიულეტენების პაკეტი დაულუქავ მდგომარეობაში
მიიტანეს;
- ვაკის 41-ე უბნის პერიმეტრზე 25 მეტრის რადიუსში "ქართული ოცნების"
სააგიტაციო მასალის არსებობის გამო საიამ საპატრულო პოლიცია
გამოიძახა, რის საფუძველზეც შედგა რეაგირების ოქმი.
გარდა ამისა, Საიას დამკვირვებლებმა უბნებზე დააფიქსირეს ამომრჩეველთა
პერსონალური მონაცემების, ფარულობის დარღვევისა და ნების კონტროლის
მიმართულებით არსებული დარღვევები.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2021 წლის 30 ოქტომბრის
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე ქვეყნის
მასშტაბით 9 მუნიციპალიტეტში 300-მდე საოლქო და საუბნო დამკვირვებელი
ჰყავს.
2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.
ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი უნდა
აერჩიათ, თუმცა, არასკმარისი ხმების გამო 20 ქალაქში არჩევების მეორე
ტური მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები