ქუთაისში, 12 საათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი 25
712 ამომრჩეველმა დააფიქსირა.
საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის
16,73℅ მივიდა. პირველ ტურზე ანალოგიურ დროს კი 16,5%.
ამ ეტაპზე ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში არც ერთი საჩივარი
არ შესულა.
ქუთაისში მერობისთვის "ქართული ოცნების" კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი
და "ნაციონალური მოზრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია
დეკანოიძე იბრძვის.
პირველი ტურში ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:
ხატია დეკანოიძე 43.35%
იოსებ ხახალეიშვილს - 41.45%.
ქუთაისში სულ რეგისტრირებულია 153 726 ამომრჩეველი.
გახსნილია 124 უბანი. აქედან ორი სპეც უბანი, ერთი №2 პენიტენციური
დაწესებულებაში, ხოლო მეორე ე.წ. კოვიდ უბანი ქუთაისის 31 საჯარო
სკოლაში - სადაც ხმის მიცემა მოხდება მხოლოდ გადასატანი ყუთის
მეშვეობით.
სულ 6 გადასატანი ყუთით მოხდება აღნიშნულ უბანზე ხმის მიცემა.
2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
ჩატარდა.
ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი უნდა
აერჩიათ, თუმცა, არასკმარისი ხმების გამო 20 ქალაქში არჩევების მეორე
ტური მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები