"ნაციონალური მოძრაობის" ქუათაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე
აცხადებს რომ ქუთაისში ხმის მიცემის პროცედურა დარღვევებით
დაიწყო.
ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, მისი პარტიის წარმომადგენლებმა
უკვე 10 საჩივარი დაწერეს.
მისი თქმით, დარღვევები შეეხებოდა ამომრჩევლის მოსყიდვის, კარუსელის,
კოორდინატირების მობილიზების ფაქტებს.
"ამის გარდა ჩვენს დამკვირვებლებს ხელს უშლიან მუშაობაში. მოვუწოდებს
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მიეცეთ მუშაობის უფლება
ჩვენს დამკვირვებლებს".
ქუთაისში სულ 124 უბანია. აქედან ორი სპეც უბანია, ერთი №2
პენიტენციური დაწესებულებაში, ხოლო მეორე ე.წ. კოვიდ უბანი ქუთაისის
31 საჯარო სკოლაში - სადაც ხმის მიცემა მოხდება მხოლოდ გადასატანი
ყუთის მეშვეობით. ქუთაისში რეგისტრირებულია 153 726 ამომრჩეველი.
დღეს, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური იმართება.
ქუთაისში მერობისთვის "ქართული ოცნების" კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი
და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ხატია დეკანოიძე იბრძვიან.
პირველი ტურში ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:
ხატია დეკანოიძე 43.35%
იოსებ ხახალეიშვილს - 41.45%.
2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.
ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი უნდა
აერჩიათ, თუმცა, არასკმარისი ხმების გამო 20 ქალაქში ტარდება
არჩევების მეორე ტური.
მასალის გამოყენების პირობები