ქუთაისის #17-ე უბანზე, მოქალაქე, რომელიც გადასატანი ყუთის
სიაშია, ხმის მისაცემად უბანზე მივიდა.
მომხდარს საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე მყოფმა
დამკვირვებლებმა მომხდარი გააპროტესტეს და კომისიის წევრებს
რეაგირებისკენ მოუწოდეს.
ამომრჩეველი ამბობს, რომ ის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარია და
მასთან შეთანხმებული არ ყოფილა, რომ იგი გადასატანი ყუთის სიაში
იქნებოდა.
ამ დროისთვის მას საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანის
დაფიქსირების უფლებას არ აძლევენ.
ქუთაისში სულ 124 უბანია. აქედან ორი სპეც უბანია, ერთი №2
პენიტენციური დაწესებულებაში, ხოლო მეორე ე.წ. კოვიდ უბანი ქუთაისის
31 საჯარო სკოლაში - სადაც ხმის მიცემა მოხდება მხოლოდ გადასატანი
ყუთის მეშვეობით. ქუთაისში რეგისტრირებულია 153 726 ამომრჩეველი.
დღეს, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური იმართება.
ქუთაისში მერობისთვის "ქართული ოცნების" კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი
და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ხატია დეკანოიძე იბრძვიან.
პირველი ტურში ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:
ხატია დეკანოიძე 43.35%
იოსებ ხახალეიშვილს - 41.45%.
2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
ჩატარდა.
ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი უნდა
აერჩიათ, თუმცა, არასკმარისი ხმების გამო 20 ქალაქში ტარდება
არჩევების მეორე ტური.
მასალის გამოყენების პირობები