ქუთაისში თვითმმართველობის არჩევნებზე მეორე ტურზე ხმის მიცემის
პროცედურა 20:00 საათზე დასრულდა.
ქალაქში არსებული 124 საარჩევნო უბანი ზუსტად 20:00 საათზე
დაიხურა.
ქუთაისში ხმის მიცემის პროცედურა მთელი რიგი დარღვევებით
მიმდინარეობდა, რომლებზეც 17:00 საათი მონაცემით, საოლქო
საარჩევნო კომისიაში 10 საჩივარი შევიდა.
მთელი დღის განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის საარჩევნო
შტაბში კარუსელებზე, მოსყიდვის მცდელობასა და ამომრჩევლების
ზეწოლაზე მიუთითებდნენ. ასევე, მათი განცხადებით,
"ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებლებს საარჩევნო უბნებზე პრობლემები
ექმნებოდათ.
არჩევნების პირველი ტურისგან განსხვავებით მეორე ტური დაძაბული იყო
ჟურნალისტებისთვაც. საარჩევნო უბნებში აგრესიულობით გამოირჩეოდნენ
"ოცნების" კოორდინატორები, რომლებიც #15-ე საარჩევნო
უბანზე ჟურნალისტს თავს დაესხნენ.
ქუთაისში ამომრჩევლებს ქალაქის მერის არჩევა "ქართული ოცნების"
კანდიდატს იოსებ ხახალეიშვილსა და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს
ხატია დეკანოიძეს შორის უწევს.
პირველ ტურის შედეგების მიხედვით, ამომრჩევლების ხმის 43.35% ხატია
დეკანოიძეს ერგო, ხოლო 41.45% იოსებ ხახალეიშვილს.
ქუთაისში სულ რეგისტრირებულია 153 726 ამომრჩეველი.
გახსნილი იყო 124 უბანი.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდა, თუმცა,
არასკმარისი ხმების გამო 20 ქალაქში საჭირო გახდა არჩევების მეორე
ტურის ჩატარება.
მასალის გამოყენების პირობები