დღეს, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური იმართება.
59-ე ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ ოლქში
არსებული 124-ივე საარჩევნო უბანი გახსნილია და ხმის მიცემის
პროცედურები დაწყებულია.
მათივე თქმით, საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, უბნებზე
სრულადაა დაცული სანიტარულ – ჰიგიენური წესები. ჩატარდა კენჭისყრის
დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები.
ქუთაისში სულ რეგისტრირებულია 153 726 ამომრჩეველი.
გახსნილია 124 უბანი. აქედან ორი სპეც უბანი, ერთი №2 პენიტენციური
დაწესებულებაში, ხოლო მეორე ე.წ. კოვიდ უბანი ქუთაისის 31 საჯარო
სკოლაში - სადაც ხმის მიცემა მოხდება მხოლოდ გადასატანი ყუთის
მეშვეობით.
სულ 6 გადასატანი ყუთით მოხდება აღნიშნულ უბანზე ხმის
მიცემა.
ქუთაისში მერობისთვის "ქართული ოცნების" კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი
და "ნაციონალური მოზრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია
დეკანოიძე იბრძვის.
პირველი ტურში ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:
ხატია დეკანოიძე 43.35%
იოსებ ხახალეიშვილს - 41.45%.
შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა
იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს
მოქალაქის პასპორტი. ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ
ვალდებული იქნება ეკეთოს პირბადე. იმ შემთხვევაში თუ მას არ ექნება
პირბადე, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს აღნიშნულით.
ამომრჩეველს უბანზე მისვლისას ორჯერ, მცირე დროით, მოუწევს პირბადის
მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების
შესასრულებლად. თუ ამომრჩეველი არ მოიხსნის პირბადეს, მასზე არ
გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი.
თერმოსკრინინგის პროცედურას გაივლიან უბანზე ხანგრძლივი პერიოდით
მყოფი უფლებამოსილი პირები - კომისიის წევრები, დამკვირვებლები,
სუბიექტის წარმომადგენლები, მედია, რათა კენჭისყრის დღეს,
ჯანმრთელობის უსაფრთხოების საკითხები იყოს მაქსიმალურად დაცული.
საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა ამომრჩეველს ინდივიდუალურ კალამს
შესთავაზებს. ამ კალამს ამომრჩევლები მიიღებენ ერთჯერადი
გამოყენებისთვის. ამომრჩეველი ხმის მიცემის შემდეგ კალამს განათავსებს
სპეციალურ კონტეინერში.
ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი უნდა
აერჩიათ, თუმცა, არასკმარისი ხმების გამო 20 ქალაქში ტარდება
არჩევების მეორე ტური.
მასალის გამოყენების პირობები