დღეს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე
ტური ტარდება.
მეორე ტურებში აირჩევენ 20 თვითმმართველი ქალაქის მერს და 42
მუნიციპალიტეტის საკრებულოს საბოლოო შემადგენლობას. მათ შორის,
არჩევნების მეორე ტური იმერეთის რეგიონის
სამ მუნიციპალიტეტშიც მიმდინარეობს.
საქართველოში 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
ჩატარდა.
ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი უნდა
აერჩიათ, თუმცა, არასკმარისი ხმების გამო 20 ქალაქში მეორე ტური
ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა
იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს
მოქალაქის პასპორტი. ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ
ვალდებული იქნება ეკეთოს პირბადე. იმ შემთხვევაში თუ მას არ ექნება
პირბადე, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს აღნიშნულით.
ამომრჩეველს უბანზე მისვლისას ორჯერ, მცირე დროით, მოუწევს პირბადის
მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების
შესასრულებლად. თუ ამომრჩეველი არ მოიხსნის პირბადეს, მასზე არ
გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი.
თერმოსკრინინგის პროცედურას გაივლიან უბანზე ხანგრძლივი პერიოდით
მყოფი უფლებამოსილი პირები - კომისიის წევრები, დამკვირვებლები,
სუბიექტის წარმომადგენლები, მედია, რათა კენჭისყრის დღეს,
ჯანმრთელობის უსაფრთხოების საკითხები იყოს მაქსიმალურად დაცული.
საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა ამომრჩეველს ინდივიდუალურ კალამს
შესთავაზებს. ამ კალამს ამომრჩევლები მიიღებენ ერთჯერადი
გამოყენებისთვის. ამომრჩეველი ხმის მიცემის შემდეგ კალამს განათავსებს
სპეციალურ კონტეინერში.
მასალის გამოყენების პირობები