30 ოქტომბერს, იმერეთის რეგიონის სამ ქალაქში არჩევნების მეორე
ტური გაიმართება.
ქუთაისი
ქუთაისში
თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში მმართველი პარტიის კანდიდატს იოსებ ხახალეიშვილს
"ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა მოუგო.
2 ოქტომბერს ხმების ასე გადანაწილდა: ხატია
დეკანოიძემ მიიღო ამომრჩეველთა ხმების 43.335%,, ხოლო "ქართული
ოცნების" მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილს - 41.45%
ერგო.
წყალტუბო
წყალტუბოშიც არჩევნების მეორე ტური გაიმართება და გაარჯვებული კანდიდატი
"ქართული ოცნების" წყალტუბოს მერობის კანდიდატს გენადი ბალანჩივაძესა და
"ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ზაზა მეტრეველს შორის უნდა გამოვლინდეს. პირველი ტურის შედეგები კი ასეთია:
ზაზა მეტრეველმა 42.546%;
გენადი ბალანჩივაძემ კი - 48.521%;
ბაღდათი
ბაღდათის მუნიციპალიტეტში ისევე, როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში
50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. პირველი ტურის შედეგების მიხედვით,
30 ოქტომბერს ბაღდათის მერობისთვის
"ქართული ოცნების" კანდიდატი კახა ენუქიძე და
"ნაციონალური მოძრაობის"
კანიდატი გიორგი რობაქიძე იბრძოლებენ.
პირველ ტურში მათი შედეგები ასეთია:
გიორგი რობაქიძემ ამომრჩეველთა ხმების 35.883% მიიღო, Ხოლო "ქართული
ონების" მერობის კანდიდატმა Კახა ენუქიძემ - 49.533%.
იმერეთში პირველ ტურში გამარჯვება 9 მუნიციპალიტეტის მერმა მოიპოვა.
ყველა მათგანი პარტია "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს.
ჭიათურა - გივი მოდებაძე
საჩხერე - ლევან ივანაშვილი
სამტრედია - დავით ბახტაძე
თერჯოლა - ლაშა გოგიაშვილი
ტყიბული - დავით ჩერქეზიშვილი
ვანი - ალექსანდრე გოგორიშვილი
ხარაგაული - კობა ლურსმანაშვილი
ხონი - ლადო ჯურხაძე
ზესტაფონი - ვასილ გველესიანი.
საქართველოში 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
ჩატარდა.
ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი უნდა
აერჩიათ, თუმცა, არასკმარისი ხმების გამო 20 ქალაქში მეორე ტური
ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები