ახალი ამბები
ქუთაისის მერია ახალ ავტობუსებს ვეღარ ყიდულობს
FaceBook
ქუთაისის მერიას წინასაარჩევნოდ  ავტობუსების შეძენის გეგმა ჩაეშლა.

საუბარია, 30 ახალი ავტობუსის შესყიდვაზე. 

ასევე არ განხორციელდა რვა მცირე ზომის ავტობუსის ჩამოყვანის პროექტი, რომელიც მერიას რელიეფურად რთული უბნებისთვის უნდა ეყიდა. თვითმმართველობაში ადასტურებენ, რომ შესაბამისი განკარგულება არც გამოცემულა.
რეგიონების განვითარების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, ქუთაისის მუნიციპალიტეტს ცენტრალური ხელისუფლებისთვის სულ 21 პროექტი ჰქონდა წარდგენილი. მათ შორის იყო ავტობუსების შეძენაც, თუმცა, როგორც ირკვევა, პროექტები არ დაფინანსდა.

რატომ ეთქვა უარი ქუთაისს ახალი ავტობუსების შეძენაზე, ამაზე ქუთაისის მერიაში დამატებით განმარტებებს არ აკეთებენ. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ აღნიშნული პროექტები არ შეირჩა. 

ქუთაისის მერიამ ახალი მუნიციპალური ავტობუსები გასულ წელს შემოიყვანა. ამისთვის თვითმმართველობამ 23 მილიონი ლარი ისესხა, რომელიც 10 წელი უნდა იხადოს.

ქუთაისში სულ 10 საავტობუსო ხაზია, სადაც 60 ერთეული ავტობუსი მუშაობს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.