IPSOS-გლობალის კვლევის თანახმად, ქუთაისში, ოპოზიციის მერობის
კანდიდატი ხატია დეკანოიძე ლიდერობს.
კვლევა IPSOS-გლობალმა, “მთავარი არხის” დაკვეთით 23-დან 27 ოქტომბრის
ჩათვლით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს
საშუალებით ჩაატარა.
კვლევის თანახმად, გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი ხატია
დეკანოიძე – 51,7%-ით ლიდერობს, ხოლო "ქართული ოცნების''
მერობის კანდიდატს იოსებ ხახალეიშვილი – 48,3% უჭერს მხარს.
IPSOS-გლობალის თქმით, ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 3%-ია.
2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.
ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი უნდა
აერჩიათ, თუმცა, არასკმარისი ხმების გამო 20 ქალაქში, მათ შორის
ქუთაისში, არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.
არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება.
პირველ ტურის შედეგები ქუთაისში კი ასეთია: ხატია დეკანოიძემ
ხმების 43.84%, ხოლო მმართველი გუნდის კანდიდატმა, იოსებ
ხახალეიშვილმა 41.53% მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები