იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ზესტაფონში
ახალი მერი თანამშრომლებს წარუდგინა.
ვასილ გველესიანმა უფლებამოსილების განხორციელება დღეიდან ოფიციალურად
დაიწყო. ახლამა მერმა შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
აღნიშნა, რომ მომდევნო ოთხი წელი მაქსიმუმს გააკეთებს და
მუნიციპალიტეტს ბევრ საინტერესო პროექტს შესთავაზებს.
"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ძალიან სწორი არჩევანი გავაკეთეთ და ეს
ადამიანები იქნებიან ის პიროვნებები, რომლებიც მომავალი 4 წლის
განმავლობაში გახდიან მუნიციპალიტეტებს, კიდევ უფრო წარმატებულს ვიდრე
აქამდე იყო. ხოლო სამ კანდიდატს, სადაც ჩვენ მეორე ტური გვაქვს
ქალაქებში, ვუსურვებ დამაჯერებელ გამარჯვებას" - განაცხადა
წარდგენისას ზვიად შალამბერიძემ.
ვასილ გველესიანი წლების განმავლობაში იყო ,,ჯორჯიან მანგანეზის"
ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი.
მასალის გამოყენების პირობები