ოპოზიციის ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატი თემურ ცამციშვილი
ახალგაზრდებს 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ
მოუწოდებს.
მისი თქმით, ის ყველაზე მეტად ახალგაზრდების მხარდაჭერას გრძნობს,
რადგან მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ ცვლილბები და ამის აუცილებლობას
ხედავენ.
"30 ოქტომბერი ჩვენი ქალაქის მომავლისთის გადამწყვეტი დღეა და
ახალგაზრდებმა უნდა ითამაშონ მნიშვნელოვანი როლი ცვლილებების
მოტანაში. ოპოზიციური პარტიები მზად ვართ მივცეთ საშუალება ჩაერთონ ამ
პროცესში მოხალისეებად, მათ შეუძლიათ მოვიდნენ ჩვენს ოფისში და
გადავწყვიტოთ რა ფორმით ჩაერთვებიან ისინი ამ პროცესში",
-ამბობს თემურ ცამციშვილი.
ოპოზიციის ქუთაისის მერობის შეთანხმებულმა კანდიდატმა ხატია
დეკანოიძემ თემურ ცამციშვილი
კანდიდატად 25 ოქტომბერს წარადგინა.
მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში თემურ ცამციშვილი
სოციალური მიმართულით იმუშავებს.
არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება.
პირველ ტურის შედეგები ასეთია: ხატია დეკანოიძემ ხმების 43.84%, ხოლო
მმართველი გუნდის კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა 41.53% მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები