ახალი ამბები
ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე მცხოვრები დევნილები ბინებს მიიღებენ
FaceBook
ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე, დევნილები, რომლებსაც ქუთაისის მერია საცხოვრებლის დატოვებას სარემონტო სამუშაოების მოტივით აიძულებდა, ბინებს მიიღებენ.

დევნილებს, რომლებსაც შენობაში სოციალური საცხოვრისის მოწყობის გამო ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებოდათ, საკუთარი სახლი ექნებათ.

ამორტიზებულ შენობაში, გაუსაძლის პირობებში მცხოვრებლებზე "ქუთაისიპოსტმა"  ვრცელი მასალა რამდენჯერმე მოამზადა. ერთ-ერთი ბოლო მასალის შემდეგ, რომელიც შენობაში სამუშაოების მიმდინარეობასა და დევნილთა პროტესტს ეხებოდა, მერიამ პროცესი შეაჩერა. 21 ოქტომბერს კი დევნილთა სააგენტომ "ქუთაისიპოსტს" დაუდასტურა, რომ ექვს ოჯახს, რომლებმაც ამორტიზებულ შენობაში 28 წელი გაატარეს, საცხოვრებელი ექნება.

"გამოიცა განკარგულება და დაევალა სააგენტოს, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე მოხდეს იქ მცხოვრები ოჯახების განსახლება. მყარი გარანტიები უკვე მიცემული არის პირველი პირებისგან", - განუცხადა "ქუთაისიპოსტს" დევნილთა სამინისტროს იმერეთის სამმართველოს უფროსმა დავით ჭეიშვილმა.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ დასჭირდათ დევნილებს მრავალწლიანი ბრძოლა იმისთვის, რომ  ბინები მიეღოთ, დავით ჭეიშვილი გვპასუხობს, რომ საკითხის გადაწყვეტას დრო სჭირდებოდა.

"საკითხი გადაწყვეტას საჭიროებდა, ყველა ინსტანციაში უნდა შეთანხმებული. მიიღო სრულყოფილი სახე, გამოიცა განკარგულება და მოხდა შესრულება", - განაცხადა ჭეიშვილმა.

დევნილების ინფორმაციით, ისინი ბინებს, სავარაუდოდ, შერვაშიძის ქუჩაზე მშენებარე კორპუსებში მიიღებენ.

"ხუთი თვე გავატარეთ ამ წნეხში, ერთი საათი არ დაგვიტოვებია შენობა. ყველა კედელი ზანზარებდა, ჩვენი სიცოცხლე იყო საფრთხის ქვეშ. ამდენი ბრძოლის შემდეგ, მგონი სიხარულსაც ვეღარ ვგრძნობ", - ამბობს გუგუნავას ქუჩაზე მცხოვრები დევნილი ეთუნა გახარია.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ, გუგუნავას ქუჩაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები ისე დაიწყო, რომ იქ მცხოვრები ოჯახების ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილების საკითხი გაურკვეველი იყო. დევნილებს ცხოვრება მტვერსა და ხმაურში, სამშენებლო მასალებთან ერთად ამ დრომდე უწევთ. 


ამავე თემაზე:


"ქუთაისიპოსტზე" მასალის გასვლის შემდეგ სოციალურ საცხოვრისში სამუშაოები შეჩერდა

ქუთაისის მერია დევნილებს შენობის დატოვებას აიძულებს (ვიდეო)

დევნილები ქუთაისის მერიას ზეწოლაში ადანაშაულებენ

"ქუჩაში ვრჩებით" - დევნილებმა, რომლებსაც შენობას ატოვებინებენ, აქცია გამართეს

“ამ ზამთარს ვერ გადავიტანთ” - ქუთაისში დევნილები დახმარებას ითხოვენ

ქუთაისის მერია ახალ საერთო საცხოვრისს აწყობს, თუმცა, არ ამბობს ვისთვის (ფოტო)


ქუთაისის მერი ახალი სოციალური საცხოვრისის მოწყობის შესახებ შეკითხვებს არ პასუხობს
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.