თბილისი-ქუთაისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე შეზღუდვები დაწესდა.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მონაკვეთზე 21 ოქტომბრის
20:00 სთ-დან 22 ოქტომბრის 02:00 სთ-მდე იკრძალება მისაბმელიანი
და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვა
ასფალტ-ბეტონის საფარის შეკეთების სამუშაოებს უკავშირდება.
მასალის გამოყენების პირობები