ქუთაისის მერიამ წიგნის „ილო ფოტოგრაფი“ ბეჭდვაზე ტენდერი
გამოცხადა.
ქალაქი წიგნის ბეჭდვით მომსახურებაში 3 540 ლარს
იხდის.
წიგნი 300 ეგზემპლარად დაიბეჭდება და უფასოდ დარიგდება.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად გამარჯვებული კომპანია
ვალდებულია წიგნის ბეჭდვა და მიწოდება უზრუნველყოს 2021 წლის 19
ნოემბრამდე.
ილო ფოტოგრაფის შესახებ წიგნის დასაწერად მერიამ მანამდე სხვა
კონკურსი გამოაცხადა ავტორებს შორის.
კონკურში ჟურნალისტმა და მწერალმა ნანული ცხვედიანმა გაიმარჯვა. მან
დაწერა და შეადგინა წიგნი ილო ფოტოგრაფის შესახებ.
ქალაქში ილო ხახიაშვილის სახელობის ფოტოკონკურსი არსებობს, რომელიც 10
წელზე მეტია აქტიურად მუშაობს საუკეთესო ფოტოგრაფების
აგმოსავლენად.
მასალის გამოყენების პირობები