ხონის გოგონათა საფეხბურთო გუნდმა საქართველოს 16 წლამდე გოგონათა
შორის 7/7-ზე ჩემპიონატის მეორე ადგილი მოიპოვა.
16-წლამდე გოგონათა შორის 7/7-ზე საფეხბურთო ფესტივალის ფინალური
ეტაპი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და Master League-ის
ინიციატივით გაიმართა.
ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ხონისა და ადიგენის გუნდები
დაუპირისპირდნენ. ხონმა მეორე ადგილი დაიკავა.
ფესტივალი ერთი თვის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით
გაიმართა. გოგონათა საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილეობა 400-მდე
გოგონამ მიიღო.
პროექტი ქალთა და გოგონათა ფეხბურთის განვითარების 4-წლიანი
სტრატეგიული გეგმის ნაწილია, რომელიც საქართველოს ფეხბურთის
ფედერაციამ უეფასთან ერთად შეიმუშავა.
ხონში გოგონათა ფეხბურთის გუნდი 2017 წლიდან არსებობს. არის იმერეთის
ჩემპიონი მოსწავლეებს შორის და კოკა-კოლას თასის პრიზიორი.
მასალის გამოყენების პირობები