ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილის უარი ჰოსპიტალიზაციაზე
FaceBook
საქართველოს მესამე პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მისი ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცა.
მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ზურაბ ფაღავას თქმით, მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში დაკვირვების მიზნით უნდა გადაიყვანონ. თუმცა მას არ დაუზუსტებია როდის შეიძლება გადაიყვანონ კლინიკაში და სად მოხდება მისი გადაყვანა.

ექიმების რეკომენდაციები მიიღო იუსტიციის სამინისტრომაც.

იუსტიციის მინისტრის თქმით, პატიმრის თანხმობის შემთხვევაში ყველა რეკომენდაცია შესრულდება.

"აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციის შესრულებას სჭირდება პატიმრის თანხმობა. ბუნებრივია, მისი თანხმობის შემთხვევაში, იქნება ისინი შესრულებული. ჩვენ ბევრ საკითხზე ვიმსჯელეთ, მაგრამ ბუნებრივია, ეს არ ექვემდებარება გასაჯაროებას, კანონმდებლობის სრული დაცვით ყველა რეკომენდაცია იქნება შესრულებული", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამაც.

ლომჯარიას თქმით, უწყება ზრუნავს იმაზე, რომ სანამ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება მობილიზებული იყო ექიმთა ჯგუფი.

,,იქიდან გამომდინარე, რომ არის შიმშილობის მეცხრამეტე დღე, შეიძლება, გართულდეს მდგომარეობა. ამიტომ, ისინი პრევენციული მიზნით რეკომენდაციას უწევენ მის ჰოსპიტალიზაციას. თუმცა სააკაშვილის თანხმობა არ აქვს გაცემული და შესაბამისად ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, ვიდრე ის განაცხადებს თანხმობას, ადგილზე იყოს მობილიზებული შესაბამისი სამედიცინო პერსონალი და გაეწიოს მას დროული დახმარება, თუკი მდგომარეობა გართულდება", – განაცხადა სახალხო დამცველმა.

სახალხო დამცველის თქმით, ექსპერტები ყოველდღიურ რეჟიმში მონიტორინგს გაუწევენ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

"თუ პატიმარი უარს აცხადებს სამედიცინო მომსახურების მიღებაზე, მას სამედიცინო მომსახურება არ გაეწევა, ვიდრე ის არის საღ გონებაზე; ვიდრე მას შეუძლია, დააფიქსიროს საკუთარი ნება. თუმცა, თუ ვითარება იმდენად გართულდა, რომ ის საჭიროებს ჩარევას და გადაუდებელ დახმარებას, ამ შემთხვევაში, ექიმები ვალდებული არიან, რომ გაუწიონ მას სამედიცინო დახმარება. მაგრამ თუ პაციენტი გაცნობიერებულად უარს ამბობს დახმარებაზე, მას სამედიცინო დახმარება ვერ გაეწევა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება მიხეილ სააკაშვილის თანხმობა ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით, რომ მოსალოდნელი გართულებები იყოს მაქსიმალურად დაზღვეული", – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მეცხრამეტე დღეა შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პენიტენციურ დაწესებულებაში კონსილიუმი გუშინ შევიდა.

ყოფილი პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. გამოძიება დაიწყო მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მას განაჩენი გამოტანილი აქვს "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის მოვლენებისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების საქმეზე.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.