ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი
ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტურული ძეგლია საქართველოში.
თეატრის მშენებლობა 1945 წელს დაიწყო და 1949 წელს დასრულდა.
შენობის თემატიკა ეძღვნებოდა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას.
ომში გამარჯვებას თემაა გაშლილი თეატრის ჭერის
მოხატულობაშიც.
შენობის არქიტექტორი კონსტატნტინე ჩხეიძე გახლდათ.
დარბაზი მოხატა რობერტ სტურუა უფროსმა.
კედლებზე იმ დროის და ყველა დროის საუკეთესო ქართველი
მსახიობების პორტრეტებია გამოსახული: ვერიკო ანჯაფარიძე, მედეა
ჯაფარიძე, აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე და სხვები.
თეატრში კაპიტალური რემონტი არ ჩატარებულ გასული საუკუნის 70-იანი
წლების შემდეგ.
იგი რეკონსტრუქციას საჭიროებს. თეატრის მესვეურების მხრიდან
ბევრი მცდელობის მიუხედავად თეატრს
არ გამოუჩნდა არც კერძო
სპონსორი და არც სახელმწიფო ბიუჯეტში გამოიძებნა შესაბამისი
თანხა.
თეატრის დარბაზი, სკამები, კედლები გადაუდებელ რეკონსტრუქციას
მოითხოვს.
ნესტის გამო დაზიანებულია ჭერისა და კედლის მხატვრობაც.
მასალის გამოყენების პირობები