ახალი ამბები
რა ელოდებათ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელებს ახალი კანონის მიღების შემდეგ
FaceBook
"მფლობელებს, ვისაც გააჩნიათ უკვე რეგისტრირებული მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები მათ არ ვეხებით"

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განმარტებით, მათ ვისაც მარჯვენასაჭიანი ავტომობილები უკვე ჰყავთ, ახალი კანონრეგულაციები არ შეეხებათ.

"მფლობელებს, ვისაც გააჩნიათ უკვე რეგისტრირებული მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები ან ავტომანქანები გადატანილი საჭით, შეუძლიათ მთელი ცხოვრება გამოიყენონ ეს მანქანები, ჩვენ მათ არ ვეხებით. უბრალოდ იმ თარიღის შემდეგ, რაზეც დღეს ჩვენ შევთანხმდებით, მსგავსი მანქანების რეგისტრაცია აიკრძალება", - განაცხადა მღებრიშვილმა. მინისტრმა განმარტა, რომ იკრძალება რეგისტრაცია და არა - იმპორტი, ტრანზიტი, დროებითი შემოყვანის რეჟიმი, რეექსპორტი.

გიორგი მღებრიშვილის თქმით, საქართველოში ძალიან მოდაშია დაშლილი ნაწილებით ვაჭრობა და ასეთი მანქანების იმპორტის შემთხვევაში, მფლობელს შეუძლია, დაშალოს იგი, ვინაიდან რეგისტრაციაში არ გატარდება.

გიორგი მღებრიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ სტატისტიკა საგანგაშოა, ვინაიდან 2015 წლის მონაცემებით მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი საქართველოში 50%-ს გაუტოლდა.

"ასეთი რამ მსოფლიოს 2 ქვეყანაშია, სადაც მარცხენასაჭიანი მანქანებით არის ნებადართული გადაადგილება, ეს ქვეყნებია ავღანეთი და ბირმა. თუ ჩვენ გვინდა დავემსგავსოთ ავღანეთს და ბირმას, შეგვიძლია დავრჩეთ იგივე რეჟიმში და გავაგრძელოთ ამ ავტომანქანების იმპორტი. მაგრამ მაქსიმალური პროცენტი ყველა ევროპულ ქვეყანაში არის 10%", - განაცხადა მღებრიშვილმა.

2016 წელს, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამის ამოქმედებისთანავე საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების დარეგისტრირება აიკრძალება.

ასევე აიკრძალება საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციაც.
როგორც როგორც შშს საინისტროში აცხადებენ, ავტომობილების ამ კატეგორიას დიდი შანსი აქვს, ტექდათვალიერება ვერ გაიაროს.

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამა უსაფრთხოების ხარისხის ამაღლების მიზნით შეიმუშავა.

მისივე თქმით, პროგრამა რეალობის საჭიროებებზეა მორგებული და მისი მიზანია დაცული იყოს მოქალაქეების სიცოცხლე და მაქსიმალურად შემცირდეს ავტოსაგზაო შემთხვევები.

პროგრამა მარჯვენა საჭიანი ავტომობილების აკრძალვის გარდა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: ავტოსაგზაო შემთხვევების მთავარი მიზეზების წინააღმდეგ:

არასწორი მანევრირება, სიჩქარის გადაჭარბება, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვა, ადმინისტრირების გაუმჯობესება, სამგზავრო ავტობუსების მოძრაობაზე.

კონტროლის გაუმჯობესება, ქვეყანაში არსებული ავტოპარკის განახლების წახალისება, სიჩქარის მობილური დეტექტორების გამოყენება, ე.წ. "უკონტაქტო

პატრულირება", გზებზე და ქალაქებში არსებული "შავი წერტილების" განეიტრალება, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისთვის კანონმდებლობის გამკაცრება,

მოძრაობის წესების დარღვევებზე ქულების სისტემის შემოტანა და მართვის მოწმობის ტესტის რეალურ მოძრაობაში გადატანა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.