ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მუშა გარდაიცვალა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სარემონტო საამქროს
თანამშრომელთა ბრიგადა ქარხნის ერთ-ერთ ძველ ობიექტზე
სადემონტაჟო სამუშაოებს აწარმოებდა.
"სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების დროს ესტაკადიდან მილი ჩამოვარდა
და 65 წლის ა. გ.-ს დაეცა, რის გამოც თავზე დაზიანებები მიიღო.
მომხდარის შედეგად ა. გ. დღეს დილით საავადმყოფოში
გარდაიცვალა.
მაქსიმალურად ვეცდებით დადგინდეს
მომხდარი ფაქტის მიზეზები და სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს შესაბამისი
რეაგირება", - აცხადებს დარგობრივი პროფკავშირის
პრეზიდენტი თამაზ დოლაბერიძე.
მისი ინფორმაციით, ადგილზე მოკვლევას ატარებს სახელწიფო შრომის
ინსპექცია. დოლაბერიძე ამბობს, რომ ორშაბათიდან ფაქტის მოკვლევაზე
შესაბამისი კომისია იმუშავებს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
240-ე მუხლით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები