ქუთაისის სკოლებიდან დისტანციურ სწავლებაზე 2 110 მოსწავლეა
გადასული.
"ქვეყანაში გაზრდილია კოვიდინფიცირების შემთხვევები, ამიტომ
მირჩევნია სასწავლო პროცესში დისტანციურად ჩაერთოს. ასე მეტად
დაცული იქნება", - ამბობს მშობელი მანანა ფხაკაძე.
სურვილის შემთხვევაში, მშობელს შეუძლია, დაარეგისტრიროს შვილი
online.emis.ge-ზე ან მივიდეს სკოლაში და
მიმართოს განაცხადებით სკოლის ადმინისტრაციას.
ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება
შესაძლებელია ხუთშაბათს 00:00 - დან 18:00 საათის შუალედში.
ცხელი ხაზი: 2 200 220.
კონტაქტური სწავლების შემთხვევაში სავალდებულოა შემდეგი რეგულაციების
დაცვა:
აღნიშნული რეგულაციების შესაბამისად, სკოლის შენობაში შესვლის
წინაპირობაა თერმოსკრინინგი.
შენობაში შესვლა კი მასწავლებლის, თანამშრომლისა და ვიზიტორისათვის
დასაშვებია მხოლოდ პირბადით; თერმოსკრინინგისას ცხელების 370С ან მეტი
ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი ექვემდებარება
ტემპერატურის გადამოწმებას ვერცხლისწყლის თერმომეტრით, 15-წუთიან
შუალედში; მოსაცდელ სივრცეში სიცხის გადამოწმების შემდეგ 370С ან მეტი
ტემპერატურის დადასტურების შემთხვევაში, ნებისმიერი პირი არ დაიშვება
სკოლაში და ეძლევა რეკომენდაცია, მიმართოს ექიმს შესაბამისი
სამედიცინო სერვისის მისაღებად.
გარდა ამისა, სკოლამ უნდა უზრუნველყოს როგორც ხელის ჰიგიენისთვის
საჭირო სადეზინფექციო სითხეების არსებობა, ასევე პირბადეების რეზერვი,
სანიტარული წერტილები კი ყოველი დასვენების შემდეგ უნდა დამუშავდეს;
სახელურები და სხვა ხშირად შეხებადი ზედაპირები 3 საათში ერთხელ უნდა
დამუშავდეს.
მასწავლებლის მიერ გამოყენებული ჟურნალი – მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი
– ინფექციის გადატანის მაღალი რისკის მატარებელია, შესაბამისად,
მიზანშეწონილია მისი გამოყენება ჩანაცვლდეს აღრიცხვის ელექტრონული
ფორმით. აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, ჟურნალით ყოველი
სარგებლობის წინ და შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხელების
სანიტაიზერით სავალდებულო წესით დამუშავება;
დასვენებებზე ერთდროულად დიდი რაოდენობით მოსწავლეების თავმოყრის
თავიდან აცილების მიზნით, სკოლა ინდივიდუალურად ადგენს სწავლის
დაწყების განსხვავებულ დროებს და საგაკვეთილო პროცესის
ხანგრძლივობას;
ქუთაისში სულ 38 საჯარო და 10 კერძო სკოლაა.
მასალის გამოყენების პირობები