ახალი ამბები
ას საფეხურიანი კიბის რეკონსტრუქციას მერია გრანტის ფარგლებში გეგმავს
FaceBook
ქუთაისის მერია თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე ორი კვირით ადრე აანონსებს, რომ ას საფეხურიან კიბეს რეაბილიტრაციას ახლა ნამდვილად ჩაუტარებს.
ამჯერად მერიამ 673 821 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვა გამოაცხადა და გამარჯვებულიც უკვე გამოავლინა. კიბეებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია "ბრიტანია ქონსთრაქშენი" შეასრულებს.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში ირწმუნებოდნენ, რომ კიბეების რეაბილიტაციის თანხა ნამდვილად ჰქონდათ, სინამდვილეში ახლა რეკონსტრუქციისთვის საჭირო ხარჯების მობილიზება  ადგილობრივი ბიუჯეტის ნაცვლად, ევროკავშირი საგრანტო კონკურსის ფარგლებში გაიღებს. მერიამ ევროკავშირს რამდენიმე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების თხოვნით რამდენიე თვის წინ  მიმართა.

დოკუმენტაციის მიხედვით, ირკვევა რომ 2021 წლის ბიუჯეტით ანაზღაურებული იქნება მხოლოდ 80 446 ლარის შესრულებული სამუშაოების ღირებულება, ხოლო დანარჩენი თანხის განსაზღვრა მომდევნო წელს მოხდება.

სავარაუდოდ, გრანტის ფარგლებში თანხა მერიას ორ ნაწილად დაერიცხება.

სამუშაოები როდის უნდა დაიწყოს ან დასრულების ვადად რა პერიოდი განესაზაღვრა სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას ამაზე არც მერიაში საუბრობენ და არც შესაბამისი დოკუმენტაცია (ხელშეკრულება) არის სახელმწიფო შესყიდვის გვერდზე ატვირთული.

ინფორმაციის მისაღებად კი, მერიამ წერილობით მიმართვა მოგვთხოვა.

ას საფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია ქუთაისის მერიის 2018 წელს გაცემული ის დაპირებაა, რომელიც არ შესრულდა. ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებდნენ, რომ ერთადერთი შემაფერხებელი მიზეზი კიბის მიმდებარედ არსებული ის მიწის ნაკვეთი იყო, რომელიც სახელმწიფო ბალანსზე ირიცხებოდა, ეკონომიკის სამინისტრო კი, ტერიტორიის გადაცემაზე უარს აცხადებდა.

საბოლოოდ, უწყებამ მიწის ნაკვეთი 2019 წლის მარტში, კერძო პირზე გაასხვისა.

მერიამ ვერც სამუშაოების მარტივად დაპროექტება მოახერხა. ადგილობრივ თვითმმართველობას ამისთვის ტენდერის სამჯერ გამოცხადება და საპროექტო ღირებულების გაზრდა დასჭირდა.

მესამე მცდელობაზე მერიამ 22 990 ლარიანი ხელშეკრულება შპს "გეოანალიტიკასთან" გააფორმა, თუმცა ეს ტენდერიც მალევე ჩაიშალა.

გარდა იმისა, რომ ამ ხდნის განმავლობაში გაჭიანურდა კიბეების რეაბილიტაცია, შეიცვალა პროექტი, რომელიც თავდაპირველად იყო დაგეგმილი. 

როგორი უნდა ყოფილიყო კიბეების თავდაპირველი პროექტის მიხედვით ნახეთ აქ.


შეცვლილი პროექტის მიხედვით შეიცვლება არსებული დაზიანებული მოპირკეთება, განათების და სანიაღვრე სისტემები. განახლდება გამწვანება.


ამავე თემაზე:

ბალახვნის კიბის რეაბილიტაციისთვის ერთი მილიონი ლარი დაიხარჯება

ასსაფეხურიანი კიბეების პროექტირების ტენდერი მეორედ ჩაიშალა

როგორი უნდა ყოფილიყო და როგორი იქნება ბალახვნის ას საფეხურიანი კიბენახეთ აქ

ქუთაისში შადრევნების რეაბილიტაციის პროექტისთვის ტენდერი გამოცხადდა
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.