ქუთაისის მერია თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე ორი კვირით
ადრე აანონსებს, რომ ას საფეხურიან კიბეს რეაბილიტრაციას ახლა
ნამდვილად ჩაუტარებს.
ამჯერად მერიამ 673 821 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვა
გამოაცხადა და გამარჯვებულიც უკვე გამოავლინა. კიბეებს სარეაბილიტაციო
სამუშაოებს კომპანია "ბრიტანია ქონსთრაქშენი" შეასრულებს.
მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში ირწმუნებოდნენ,
რომ კიბეების რეაბილიტაციის თანხა ნამდვილად ჰქონდათ, სინამდვილეში
ახლა რეკონსტრუქციისთვის საჭირო ხარჯების მობილიზება
ადგილობრივი ბიუჯეტის ნაცვლად, ევროკავშირი საგრანტო კონკურსის
ფარგლებში გაიღებს. მერიამ ევროკავშირს რამდენიმე ინფრასტრუქტურული
სამუშაოების დაფინანსების თხოვნით რამდენიე თვის წინ
მიმართა.
დოკუმენტაციის მიხედვით, ირკვევა რომ 2021 წლის ბიუჯეტით
ანაზღაურებული იქნება მხოლოდ 80 446 ლარის შესრულებული სამუშაოების
ღირებულება, ხოლო დანარჩენი თანხის განსაზღვრა მომდევნო წელს
მოხდება.
სავარაუდოდ, გრანტის ფარგლებში თანხა მერიას ორ ნაწილად
დაერიცხება.
სამუშაოები როდის უნდა დაიწყოს ან დასრულების ვადად რა პერიოდი
განესაზაღვრა სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას ამაზე არც მერიაში
საუბრობენ და არც შესაბამისი დოკუმენტაცია (ხელშეკრულება) არის
სახელმწიფო შესყიდვის გვერდზე ატვირთული.
ინფორმაციის მისაღებად კი, მერიამ წერილობით მიმართვა მოგვთხოვა.
ას საფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია ქუთაისის მერიის 2018 წელს
გაცემული ის დაპირებაა, რომელიც არ შესრულდა. ადგილობრივ
თვითმმართველობაში აცხადებდნენ, რომ ერთადერთი შემაფერხებელი მიზეზი
კიბის მიმდებარედ არსებული ის მიწის ნაკვეთი იყო, რომელიც სახელმწიფო
ბალანსზე ირიცხებოდა, ეკონომიკის სამინისტრო კი, ტერიტორიის
გადაცემაზე უარს აცხადებდა.
საბოლოოდ, უწყებამ მიწის ნაკვეთი 2019 წლის მარტში, კერძო პირზე
გაასხვისა.
მერიამ ვერც სამუშაოების მარტივად დაპროექტება მოახერხა. ადგილობრივ
თვითმმართველობას ამისთვის ტენდერის სამჯერ გამოცხადება და საპროექტო
ღირებულების გაზრდა დასჭირდა.
მესამე მცდელობაზე მერიამ 22 990 ლარიანი ხელშეკრულება შპს
"გეოანალიტიკასთან" გააფორმა, თუმცა ეს ტენდერიც მალევე ჩაიშალა.
გარდა იმისა, რომ ამ ხდნის განმავლობაში გაჭიანურდა კიბეების
რეაბილიტაცია, შეიცვალა პროექტი, რომელიც თავდაპირველად იყო
დაგეგმილი.
როგორი უნდა ყოფილიყო კიბეების თავდაპირველი პროექტის მიხედვით
ნახეთ აქ.
შეცვლილი პროექტის მიხედვით შეიცვლება არსებული დაზიანებული
მოპირკეთება, განათების და სანიაღვრე სისტემები. განახლდება
გამწვანება.
ამავე თემაზე:
ბალახვნის კიბის რეაბილიტაციისთვის ერთი მილიონი ლარი
დაიხარჯება
ასსაფეხურიანი კიბეების პროექტირების ტენდერი მეორედ
ჩაიშალა
როგორი უნდა ყოფილიყო და როგორი იქნება
ბალახვნის ას საფეხურიანი კიბე: ნახეთ აქ
ქუთაისში შადრევნების რეაბილიტაციის პროექტისთვის
ტენდერი
გამოცხადდა
მასალის გამოყენების პირობები