Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში
გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 270 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 652 677-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 ოქტომბრის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.58%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
7.58% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.75%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 298 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 608 861.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 396 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 270 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 920 შემთხვევა, აჭარა - 178, იმერეთი - 700,
ქვემო ქართლი - 191, შიდა ქართლი - 149, გურია - 86, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 315, კახეთი - 586, მცხეთა-მთიანეთი - 50, სამცხე-ჯავახეთი
- 64, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 14 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო
საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 256 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26 271 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები