ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მოქმედი მდივანი ლოიდ ოსტინი
ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ჩამოვა.
ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბრიფინგზე
განაცხადა.
საქართველოში ვიზიტი ოსტინის ევროპული ტურნეს ნაწილია. ვიზიტის
ფარგლებში იგი საქართველოს გარდა, შავი ზღვის კიდევ ორ ქვეყანას,
უკრაინასა და რუმინეთს ეწვევა.
როგორც ბრიფინგზე განაცხადეს, თავდაცვის მდივანი ევროპულ ტურნეს
ბრიუსელში თავდაცვის მინისტერიალზე დაასრულებს.
საქართველოში ლოიდ ოსტინის ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
ბრიუსელის მინისტერიალი კი 21-22 ოქტომბერს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები