პარლამენტში 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის საკომიტეტო
განხილვები გრძელდება.
დღეს ბიუჯეტის პროექტს პარლამენტის 5 კომიტეტი განიხილავს. პროექტს
განიხილავენ ფრაქცია „ლელოშიც“. ფრაქციის წევრები ფინანსთა მინისტრის
მოადგილე გიორგი კაკაურიძეს მოუსმენენ.
ბიუჯეტის პროექტი მომავალი წლისათვის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-იან
ზრდას ითვალისწინებს. 2022 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია
პენსიებისა და გარკვეული კატეგორიის მასწავლებლებისთვის ხელფასების
გაზრდა.
გრაფიკით განსაზღვრული საკომიტეტო განხილვების შემდეგ,
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა 18 ოქტომბერსაა
ჩანიშნული.
მასალის გამოყენების პირობები