საქართველოში ქარხნული პური 10 თეთრით გაძვირდა.
“საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარის მალხაზ
დოლიძის განცხადებით, პურის ფასის ზრდა ძირითადად, ნედლეულზე
ფასის მატებამ გამოიწვია.
როგორც მან აღნიშნა, ფქვილის ფასი დღესაც გაიზარდა და 1 ტომარა 73
ლარი ღირს. გარდა ამისა, მისივე თქმით, გადასახადებიც საკმაოდ
მაღალია.
ამასთან, ბოლო დღეებში, ფასი გაიზარდა ზოგიერთ თონეშიც, სადაც პური 10
- 20 თეთრით არის გაძვირებული.
პურის გაძვირებაზე პურის მცხობელთა ასოციაციაში ჯერ კიდევ სექტემბერში
ალაპარაკდნენ. როგორც მაშინ მალხაზ დოლიძე აცხადებდა, თუ სახელმწიფო
პურის ფქვილზე სუბსიდირების პროგრამას არ განახორციელებდა,
ოქტომბრიდან შესაძლოა, პურის ფასი გაზრდილიყო.
ამ დროისთვის პურის ფასი 0.95 ლარიდან იწყება.
მასალის გამოყენების პირობები