სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის
მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
უწყება საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის
მდგომარეობას ეხმაურება და აცხადებს, რომ დროისათვის მისი მდგომარეობა
დამაკმაყოფილებელია.
,,სიმართლეს არ შეესაბამება მედიასაშუალებებით გავცრელებული
ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის
ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მიხეილ სააკაშვილი იღებს
დანიშნულ მედიკამენტებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის
დამაკმაყოფილებელია. სასიცოცხლო მაჩვენებლები არის ნორმაში. კერძოდ:
წნევა – 120/90; პულსი – 90; სატურაცია – 97, გლუკოზა – 101mg/dl.
როგორც მოშიმშილე, მიხეილ სააკაშვილი მუდმივად იმყოფება სამედიცინო
პერსონალის დაკვირვების ქვეშ“, – აცხადებს პენიტენციური
სამსახური.
10 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმმა, განაცხადა, რომ
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის გამო გაუარესდა და
მას უახლოეს დღეებში საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდება.
მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. გამოძიება
დაიწყო მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც.
სახალხო დამცველის ცნობით, სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად
მიიჩნევს.
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო
გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს
თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი
ბრალდებულია "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და
პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების.
მასალის გამოყენების პირობები