ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად გარდაცვლილების
რაოდენობა რვამდე გაიზარდა.
ნანგრევებში მაშველებმა კიდევ ორი ცხედარი ამოასვენეს – ქალი და
ბავშვი.
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში
დაუდასტურეს.
მაშველები კიდევ ერთს ეძებენ.
8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი
ჩამოინგრა. მაშველებმა ადგილიდან ორი ადამიანი ცოცხალი გამოიყვანეს,
თუმცა ერთ-ერთი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
დღის განმავლობაში ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მანქანიდან ამოიყვანეს
წლის და 3 თვის ბავშვი. ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
ნაპოვნი იყო 6 ცხედარი, აქედან ოთხი ერთი ოჯახის წევრია.
ფოტო: ნეტგაზეთი
მასალის გამოყენების პირობები