ბათუმში ჩამონგრეულ კორპუსში სამაშველო სამუშაოების დასრულებისთანავე
კონსტრუქტორები და გეოლოგები შეისწავლიან, რამდენად უსაფრთხოა ირგვლილ
მყოფ შენობებში ცხოვრება.
ამის შესახებ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ
განაცხადა.
"როგორც კი მაშველები მორჩებიან სამუშაოს, მობილიზებულია
როგორც კონსტრუქტორები, ასევე, გეოლოგები და ირგვლივ შეისწავლიან
ყველა შენობის მდგრადობას, რამდენად უსაფრთხოა იქ დარჩენა და იქ
ცხოვრება", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
მისივე ინფორმაციით, ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში კიდევ
სამ ადამიანს ეძებენ.
" მთელი დღის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა სამაშველო
ოპერაცია. ამოყვანილია და შესაბამისად, გადასვენებულია ცხედრები და
ჩვენი ინფორმაციით, ვეძებთ სამ ადამიანს, რომელიც ნანგრევებშია
მოყოლილი".
8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი
ჩამოინგრა. მაშველებმა ადგილიდან ორი ადამიანი ცოცხალი გამოიყვანეს,
თუმცა ერთ-ერთი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
დღის განმავლობაში ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მანქანიდან ამოიყვანეს
წლის და 3 თვის ბავშვი. ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
ნაპოვნია 6 ცხედარი, აქედან ოთხი ერთი ოჯახის წევრია.
მასალის გამოყენების პირობები